Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი კვირიკაშვილი შეხვდა იორდანიის მეფე აბდულა მეორეს


საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს მეფეს აბდულა მეორეს შეხვდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი „ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ აფრიკის 2017 წლის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში“ მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც იორდანია მასპინძლობს. 20 მაისს, გიორგი კვირიკაშვილი ფორუმის გახსნის ცერემონიას დაესწრება, რომელზეც სიტყვით გამოვლენ სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები. იორდანიაში სამუშაო ვიზიტისას საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვედრებს გამართავს ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინისთან, ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრ ბორგე ბრენდესთან და მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელთან, პროფესორ კლაუს შვაბთან.

XS
SM
MD
LG