Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა მადლობის წერილი გაუგზავნა ქართველ კოლეგას


აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ჯეიმს მატისმა საქართველოს სამხედრო უწყების ხელმძღვანელს ლევან იზორიას წერილი გაუგზავნა, რომელშიც მადლობას უხდის ქართველ კოლეგას „საქართველოს მიერ ავღანეთის ბრძოლის ველზე ჩვენთან ერთად გაღებული ფასდაუდებელი თავგანწირვისადმი“. ჯეიმს მატისი თებერვლის ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის ფარგლებში შეხვდა ლევან იზორიას და გამოხატა დახმარების მზადყოფნა, საქართველოს ამბიციური თავდაცვის რეფორმის განხორციელების პროცესში. "მიუხედავად არსებული უსაფრთხოების გამოწვევებისა, საქართველო განაგრძობს მსოფლიო სტაბილურობისადმი მხარდაჭერას. ჩემთვის პატივია, რომ თქვენი ქვეყანა სტრატეგიულ პარტნიორს წარმოადგენს და ველოდები ახლო მომავალში თქვენთან მორიგ შეხვედრას“, - ნათქვამია ჯეიმს მატისის წერილში, რომელსაც საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

XS
SM
MD
LG