Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიშინიოვში ლგბტ აქტივისტების მსვლელობა პოლიციამ შეაჩერა უსაფრთხოების მოსაზრებით


პოლიციამ მსვლელობის დაწყებისთანავე შეწყვიტა მოლდავეთის ლგბტ საზოგადოების მიერ ორგანიზებული აქცია-მსვლელობა კიშინიოვში და რამდენიმე ათეული დემონსტრანტი ავტობუსებით გაიყვანა, რათა არ მომხდარიყო დაპირისპირება კონტრაქციასთან, რომელიც მართლმადიდებელი სასულიერო პირებისა და მათი მრევლის მიერ იყო ორგანიზებული. მოლდავეთის ლგბტ საზოგადოების წევრები აპროტესტებენ დისკრიმინაციულ მდგომარეობას და მოითხოვენ, რომ მათი უფლებების დაცვა კანონით იყოს გარანტირებული. აქციის დროს ადგილი ჰქონდა მცირე დაპირისპირებას. ლგბტ აქტივისტებს, რომლებსაც თეთრი მაისურები ეცვათ წარწერით "არ გვეშინია", კვერცხები დაუშინეს და წყლით გაწუწეს კონტრპოტესტის მონაწილეებმა. ლგბტ საზოგადოება ეწინააღმდეგება ტრადიციულ ფასეულობებს, განაცხადა მოლდავეთის პრეზიდენტმა იგორ დოდონმა. მან 21 მაისს მონაწილოება მიიღო კიშინიოვში გამართულ კონტრმანიფესტაციაში, რომელიც ხელისუფლებამ ტრადიციული ოჯახის დღესასწაულს მიუძღვნა.

XS
SM
MD
LG