Accessibility links

გიორგი კვირიკაშვილმა მწუხარება გამოთქვა მანჩესტერში მომხდარი ტრაგედიის გამო


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მწუხარება გამოთქვა ქალაქ მანჩესტერში მომხდარი ტრაგედიის გამო. გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით თანაგრძნობა გამოუცხადა დიდი ბრიტანეთის მთავრობას და ხალხს. „გამოვთქვამ რწმენას, რომ ცივილიზებული მსოფლიო სულ უფრო მეტად გაააქტიურებს მოქმედებას ტერორიზმის წინააღმდეგ და საერთო ძალებით მივაღწევთ მშვიდობას მთელ მსოფლიოში“ - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. მანჩესტერში დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა. „საქართველოს ხელისუფლება და ხალხი ცალსახად გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას. ჩვენ საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად ვაგრძელებთ ბრძოლას თანამედროვეობის ამ უდიდესი საფრთხის წინააღმდეგ“ - ნათქვამია გიორგი მარგველაშვილის განცხადებაში. საქართველოს პრეზიდენტმა თანადგომა გამოუცხადა დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებას და ხალხს.

XS
SM
MD
LG