Accessibility links

„ისლამურმა სახელმწიფომ“ იკისრა პასუხისმგებლობა მანჩესტერში მოწყობილ თავდასხმაზე


ექსტრემისტულმა ორგანიზაცია, „ისლამურმა სახელმწიფომ“ იკისრა პასუხისმგებლობა მანჩესტერში წუხელ მომხდარ თავდასხმაზე, რომელსაც ხელისუფლებამ ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა. ექსტრემისტული დაჯგუფების მიერ საკუთარ საიტზე გამოქვეყნებულ ცნობაში ნათქვამია, რომ თავდასხმა მისმა ერთ-ერთმა წევრმა ჩაიდინა. „ხალიფატის ერთ-ერთმა ჯარისკაცმა შეიტანა ბომბი ხალხში“, - იუწყება ექსტრემისტული დაჯგუფების საიტი, რომელიც შეიცვას მუქარას, შემდგომი თავდასხმების შესახებ. „პოლიციამ და უსაფრთოხების სამსახურებმა იციან თავდამსხმელის ვინაობა, მაგრამ გამოძიების ამ ეტაპზე, ჩვენ არ შეგვიძლია მისი ვინაობის გამჟღავნება“, - განაცხადა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ, რომელმაც მთავრობის საგანგებო სხდომა მოიწვია მანჩესტერში წუხელ მომხდარი საზარელი თავდასხმის გამო. სულ მცირე 22 ადამიანი დაიღუპა და 59 დაიჭრა დიდი ბრიტანეთის ქალაქ მანჩესტერის არენაზე წუხელ მომხდარი აფეთქების შედეგად. აფეთქების მომენტში, რომლის ეპიცენტრიც დარბაზის ფოიე გახლდათ, „მანჩესტერ-არენაზე“ დასასრულს უახლოვდებოდა ამერიკელი პოპ-მომღერლის, არიანა გრანდეს კონცერტი. დაღუპულთა შორის თექვსმეტწლამდე ასაკის 12 მოზარდია.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG