გუშინ რუსეთის ქალაქ კრასნოდარში გაიმართა ამ ქვეყნის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის შეხვედრა ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის, ფიფას პრეზიდენტთან ჯანი ინფანტინოსთან, რომელიც ეცნობა ივლისისთვის დაგეგმილი კონფედერაციის თასისთვისა და 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის რუსეთის მზადების პროცესს. ფიფას პრეზიდენტთან საუბარში პუტინმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ყოველ ღონეს იხმარს, რათა უმაღლეს დონეზე ჩაატაროს ორივე საფეხბურთო ტურნირი და უზრუნველყოს მაყურებელთა კომფორტი და უსაფრთხოება. თავის მხრივ, ინფანტინომ კმაყოფილება გამოთქვა მზადების მიმდინარეობით: „თუ აქამდე ვინმეს რამეში ეჭვი ეპარებოდა, ახლა ჩვენ ვხედავთ შედეგებს. როგორც ფიფას პრეზიდენტი, მაგრამ, უფრო მეტად, როგორც ფეხბურთის ქომაგი, ვიწვევ მთელი მსოფლიოს გულშემატკივრებს, ჩამოვიდნენ რუსეთში, კონფედერაციის თასზე, მსოფლიო ჩემპიონატზე, და აღმოაჩინონ გასაოცარი ქვეყანა.“
ფიფას პრეზიდენტი კმაყოფილებას გამოთქვამს მსოფლიო ჩემპიონატისთვის რუსეთის მზადების მდგომარეობით
ყველაზე პოპულარული
1