Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნავალნი ითხოვს ნებართვას 12 ივნისს დემონსტრაციების ჩასატარებლად


რუსმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ალექსეი ნავალნიმ და მისმა მოკავშირეებმა ოფიციალურად მოითხოვეს ნებართვა მოსკოვსა და სხვა ქალაქებში 12 ივნისს დემონსტრაციების ჩასატარებლად. ნავალნიმ დღეს გამოაცხადა თავის ვებსაიტზე, რომ აქტივისტები 212 დასახლებაში აპირებენ აქციების გამართვას. ნათელი არ არის, რამდენ ქალაქში მოითხოვეს მათ შესაბამისი სანქციები. ნავალნის თქმით, დემონსტრაციები გაიმართება იმისაგან დამოუკიდებლად, იქნება თუ არა ნებართვა, რადგან მოქალაქეებს აქვთ შეკრების უფლება 12 ივნისს - უქმე დღეს, როცა რუსეთის დღე აღინიშნება. მოსკოვში ნავალნი მოითხოვს სანქციას ტვერის ქუჩაზე 15-ათასკაციანი მსვლელობისათვის და კრემლის მახლობლად შეკრებისათვის. ნავალნი, რომელიც პრეზიდენტ პუტინის ერთ-ერთი მთავარი ოპონენტია და სახელი გაითქვა რუსეთში კორუფციის მხილებით, ცდილობს, გამოიყენოს კრემლისადმი კრიტიკული განწყობის გაძლიერება, რომელიც გამოიხატა 26 მარტს რუსეთში უჩვეულოდ ხალხმრავალი საპროტესტო აქციებით. იმ დღეს პოლიციამ მარტო მოსკოვში დააკავა 1000-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ნავალნი, რომელმაც 15 დღე დაიყო საპატიმროში.

XS
SM
MD
LG