Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი და ტრამპი აშშ-ის დემოკრატიულ პარტიას ადანაშაულებენ რუსეთთან კავშირის ბრალდებაში


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 30 მაისს უარყვეს აშშ-ის შარშანდელ საპრეზიდენტო კამპანიაში რუსეთის ჩარევის შესახებ ბრალდება, როგორც „გამოგონილი ამბავი“, რომელიც აშშ-ის დემოკრატიული პარტიის წევრებმა შეთხზეს არჩევნებში დემოკრატი კანდიდატის დამარცხების შემდეგ თავის გასამართლებლად. საფრანგეთის გაზეთ „ფიგაროსთან“ ინტერვიუში, პუტინმა კვლავ უარყო რუსეთის მონაწილეობა აშშ-ის დემოკრატიული პარტიის ეროვნული კომიტეტის ელფოსტის გატეხვაში და დასძინა: ბრალდებები გავრცელდა დემოკრატების სურვილის გამო, გამოისწორონ იმიჯი არჩევნებში დამარცხების შემდეგო. მანამდე ტრამპმა „ტვიტერში“ დაწერა, რომ რუსი ოფიციალური პირები "ალბათ, დასცინიან" შეერთებულ შტატებს და იმას, თუ როგორ გაბატონდა „გამოგონილ ამბებში“ უხეირო გამართლება იმისა, რომ დემოკრატები არჩევნებში დამარცხდნენ.

XS
SM
MD
LG