Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ისლამური სახელმწიფო" აცხადებს, რომ მან მოაწყო თეირანში თავდასხმები, რომლებსაც 10-ზე მეტი ადამიანი შეეწირა


ირანიდან გავრცელებული ცნობებით, 12 ადამიანი დაიღუპა თეირანში ირანის პარლამენტსა და აიათოლა ხომეინის მავზოლეუმზე მოწყობილი ორი თავდასხმისას. ნათელი არ არის, არიან თუ არა თავდამსხმელებიც 12 დაღუპულს შორის. ირანის საგანგებო მდგომარეობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პირ ჰოსეინ კოლივანდი აცხადებს, რომ დაიჭრა 39 ადამიანი. მომხდარზე პასუხისმგებლობა აიღო ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამურმა სახელმწიფომ”. ეს კი ნიშნევს, რომ სუნიტების ექსტრემისტულმა ჯგუფმა პირველად იკისრა პასუხისმგებლობა ძირითადად შიიტებით დასახლებულ ირანში განხორციელებულ თავდასხმებზე. იერიშები დილას მოეწყო. ოფიციალური პირების ცნობით, ქალებად გადაცმული და კალაშნიკოვის ავტომატებით შეიარაღებული თავდამსხმელები მთავარი შესასვლელით მოხვდნენ პარლამენტის შენობაში. ოფიციალური ინფორმაციით, ერთი მოიერიშე სამართალდამცველებმა მოკლეს, ერთმა თავი აიფეთქა. დაპირისპირება, დაახლოებით, ერთი საათი გაგრძელდა და ოთხი თავდამსხმელის სიკვდილით დასრულდა. 7 ივნისს რამდენიმე თავდამსხმელი შეიჭრა აიათოლა ხომეინის მავზოლეუმშიც. ერთმა მათგანმა თავი აიფეთქა. როგორც იუწყებიან, დაკავებულია სამი თავდამსხმელი. ვარაუდობენ, რომ ორი იერიში კოორდინირებული იყო.

XS
SM
MD
LG