Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრი, ნატიკ ალიევი


გარდაიცვალა აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრი, ნატიკ ალიევი, რომელიც თურქეთში მკურნალობდა გულის დაავადების გამო. აზერბაიჯანის მედია სტამბოლში აზერბაიჯანის საკონსულოს წარმომადგენლების განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ნატიკ ალიევი 9 ივნისს გარდაიცვალა - რამდენიმე დღეში მას შემდეგ, რაც სტამბოლის ერთ-ერთ საავადმყოფოში მოათავსეს. 69 წლის ალიევს მრავალი წელი ეკავა მაღალი თანამდებობები გაზით და ნავთობით მდიდარი აზერბაიჯანის ენერგეტიკის სფეროში, ხელმძღვანელობდა ენერგოკომპანია „სოკარს“, იყო მრეწველობისა და ენერგეტიკის მინისტრი, შემდეგ ენერგეტიკის მინისტრი, იყო აზერბაიჯანის წარმომადგენელი მსხვილმასშტაბიანი ენერგეტიკული პროექტების შესახებ უცხოურ კომპანიებთან მოლაპარაკებებზე. მას არ ჰქონდა ნათესაური კავშირი აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან.

XS
SM
MD
LG