Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში ისევ ჩეჩენ სამართალდამცველებს გადასცეს სპორტსმენი, რომელიც მათ წამებაში ადანაშაულებს


ჩეჩენი სპორტსმენი მურად ამრიევი ისევ გადასცეს ჩეჩენ სამართალდამცველებს მიუხედავად იმისა, რომ ამრიევი მათ წამებაში ადანაშაულებს და შიშობს, რომ ახლაც საფრთხეშია. ამრიევი - ყოფილი ჩემპიონი შერეულ ორთაბრძოლებში - 7 ივნისს ბელორუსიაში გაიქცა, როცა ჩეჩენმა პოლიციელებმა სცადეს მისი შეპყრობა მას შემდეგ, რაც ამ კვირაშივე დაკავებულ იქნა დასავლეთ რუსეთში მდებარე ბრიანსკის ოლქში. ამრიევს სურდა ბელორუსიაში პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნა, მაგრამ 8 ივნისის საღამოს ის რუსეთს გადასცეს. დღეს კი ამრიევის ოჯახმა დატოვა ჩეჩნეთი, უსაფრთხოების მოსაზრებების გამო. უფლებადამცველების ინფორმაციით, ამრიევის დევნის მიზეზია მისი განცხადება, რომ ჩეჩენი პოლიციელები „სისხლის აღებით“ ემუქრებიან. გამოცემა „ნოვაია გაზეტას“ ცნობით, მურად ამრიევი უფლებადამცველებს მოუყვა, რომ 2013 წელს გროზნოში, პოლიციის განყოფილებაში აწამეს, რათა მისი ძმა იძულებული გამხდარიყო, დაბრუნებულიყო გერმანიიდან ჩეჩნეთში.

XS
SM
MD
LG