Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა გვაჩვენა "რეპერების საქმემ"


რა გვაჩვენა "რეპერების საქმემ"
please wait

No media source currently available

0:00 0:12:56 0:00

7 ივნისს სამართალდამცველებმა ნარკოტიკის შეძენა-შენახვის ბრალდებით ჯგუფ “ბირჟა მაფიის” ორი წევრი, მიშკა მგალობლიშვილი და გიორგი ქებურია, დააკავეს, რომლებსაც საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებულებმა დანაშაული არ აღიარეს და ამბობენ, რომ მათი დაკავების მიზეზი რეპერების კლიპი გახდა, რომელშიც პოლიციელია გაშარჟებული და რომლის აღებასაც Youtube-დან დაკავების წინა დღეებში მოითხოვდნენ მათგან. 10 ივნისს აქტივისტებმა და მოქალაქეებმა ჯგუფ “ბირჟა მაფიას” მხარდასაჭერად თბილისში აქცია გამართეს, რომელიც საკმაოდ ხალხმრავალი იყო. “მეტი რაღა უნდა მოხდეს”, “ხალხთან ომი უნდა დამთავრდეს”, - ამბობდნენ შეკრებილი მოქალაქეები.

XS
SM
MD
LG