Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტერეზა მეი ცდილობს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრად დარჩენას


ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი დღეს შეხვდება პარლამენტის წევრ თანაპარტიელებს. ვარაუდობენ, რომ შეხვედრის შედეგზე იქნება დამოკიდებული, დარჩება თუ არა მეი პრემიერ-მინისტრის პოსტზე. 8 ივნისის ვადამდელი არჩევნების შედეგად, ტერეზა მეის კონსერვატიულმა პარტიამ საპარლამენტო უმრავლესობა დაკარგა. მაგრამ მის კაბინეტს თემთა პალატის მხარდაჭერის მიღება შეუძლია, თუ ტერეზა მეის მხარს დაუჭერს ჩრდილოეთირლანდიელი უნიონისტების პარტია. მაგრამ პრემიერ-მინისტრს ბევრი თანაპარტიელი პარლამენტარი აკრიტიკებს როგორც გადაწყვეტილებისათვის, გამართულიყო ვადამდელი არჩევნები, ისე მისი წარუმატებელი საარჩევნო კამპანიისათვის. მეის შესაძლო შემცვლელებად ასახელებენ საგარეო საქმეთა მინისტრ ბორის ჯონსონს და ბრექსიტის საკითხების მინისტრ დევიდ დევისს. მაგრამ ორივე აცხადებს, რომ მხარს უჭერს პრემიერ-მინისტრად ტერეზა მეის დარჩენას.

XS
SM
MD
LG