Accessibility links

ამერიკელმა სენატორებმა მიაღწიეს ორპარტიულ შეთანხმებას რუსეთის მიმართ სანქციების გაფართოებაზე


აშშ-ის სენატორებმა 12 ივნისს განაცხადეს, რომ მათ მიაღწიეს ორპარტიულ შეთანხმებას იმ საკანონმდებლო პროექტზე, რომელიც ითვალისწინებს რუსეთის მიმართ ახალი სანქციების შემოღებას კრემლის მიერ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის გამო. სენატის საერთაშორისო ურთიერთობებისა და საბანკო საქმეთა კომიტეტები შეთანხმდნენ ცვლილებაზე და ის დაემატება ირანის სანქციების შესახებ მომზადებულ კანონპროექტს, რომელიც ასევე ითვალისწინებს რუსეთისათვის სანქციების დაწესებას ადამიანის უფლებათა შელახვისა და სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის მთავრობისათვის იარაღის მიწოდების გამო. ასევე ახალი სანქციები ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც რუსეთის ხელისუფლების სახელით მავნებლურ კიბერთავდასხმებს ახორციელებდნენ.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG