Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს გენერალური მდივანი მოულოდნელი ვიზიტით ეწვია ქაბულს


გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში მოულოდნელი ვიზიტით ეწვია ქაბულს, სადაც ხვდება კონფლიქტის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირებს. მისი თქმით, კონფლიქტის მოსაგვარებლად ყველა დაპირისპირებული მხარე უნდა შეიკრიბოს, რადგან „შეუძლებელია ამ ომის სამხედრო გზით მოგვარება“. გუტერეშის ვიზიტამდე ორი კვირით ადრე, 31 მაისს, ქაბულში 150-ზე მეტი ადამიანი შეიწირა დანაღმული სატვირთო მანქანის აფეთქებამ. ეს იყო ყველაზე სისხლისმღვრელი თავდასხმა მას შემდეგ, რაც აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კოალიციური ჯარები 2001 წელს შეიჭრნენ ავღანეთში თალიბანის მმართველობის დასამხობად.

XS
SM
MD
LG