Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარიზის პოლიცია ვითარებას აკონტროლებს ელისეს მინდვრებზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ


პარიზში გადაკეტეს ცენტრალური ბულვარი, ელისეს მინდვრები მას შემდეგ, რაც პოლიციის მიკროავტობუსს დაეჯახა ავტომაქანა, რომლის საჭესთანაც შეიარაღებული პირი იჯდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, პიერ-ანრი ბრანდეს თქმით, მძღოლი, რომელიც, სავარაუდოდ, განზრახ დაეჯახა პოლიციის მიკროავტობუსს, ცოცხალი აღარ არის. დაწყებულია გამოძიება, რომელსაც პროკურატურის ანტიტერორისტული განყოფილება და შინაგანი უსაფრთხოების სამსახური აწარმოებენ. საფრანგეთის პოლიციის ცნობით, ის ვითარებას აკონტროლებს. მისივე განცხადებით, არავინ დაშავებულა. საფრანგეთში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული ბოლო წლების რამდენიმე სისხლისმღვრელი ტერაქტის შემდეგ.

XS
SM
MD
LG