Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის სასამართლო დისკრიმინაციულად მიიჩნევს რუსეთის კანონს „ჰომოსექსუალობის პროპაგანდის“ შესახებ


ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლო დისკრიმინაციულად მიიჩნევს რუსეთის კანონს „ჰომოსექსუალობის პროპაგანდის“ შესახებ. ეს შეფასება გამოთქმულია სტრასბურგში დაფუძნებული სასამართლოს 20 ივნისის ვერდიქტში, რომელიც მოჰყვა სამი რუსი გეი აქტივისტის, ნიკოლაი ბაიევის, ალექსეი კისელოვისა და ნიკოლაი ალექსეევის სარჩელს. ისინი აცხადებენ, რომ კანონი ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას და დისკრიმინაციის აკრძალვას, რომელსაც ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია. რუსეთის ფედერაციაში 2013 წლის ივნისში ამოქმედდა კანონი, რომელიც კრძალავს „არატრადიციული სექსუალური ურთიერთობის პროპაგანდას“ მცირეწლოვანებში. უფლებადამცველები და დასავლეთის ქვეყნები კანონს აკრიტიკებენ, რადგან მიიჩნევენ ჰომოსექსუალობაზე საჯარო მსჯელობის ფაქტიურ აკრძალვად მაშინ, როცა მოსკოვი ირწმუნება, რომ ბავშვების ინტერესებს იცავს.

XS
SM
MD
LG