Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში 30-ზე მეტი ადამიანი დიღუპა ბანკთან მოწყობილი აფეთქების შედეგად


ავღანეთში 34 ადამიანი დაიღუპა და 58 დაიჭრა სამხრეთში მდებარე ჰელმანდის პროვინციაში დანაღმული ავტომანქანის ბანკთან აფეთქების შედეგად. ადგილობრივი ადმინისტრაციის წარმომადგენლების ცნობით, ბომბი 22 ივნისს აფეთქდა პროვინციის დედაქალაქ ლაშქარ გაში მდებარე ბანკთან. თალიბანმა იკისრა პასუხისმგებლობა თავდასხმაზე, რომელიც, მისი თქმით, თვითმკვლელმა მოაწყო. როგორც იუწყებიან, აფეთქება მოხდა მაშინ, როცა ბანკთან ხელფასის ასაღებად შეიკრიბნენ ავღანელი პოლიციელები და ჯარისკაცები.

XS
SM
MD
LG