Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურატურამ გამოძიება დაიწყო „ციანიდის საქმის“ მთავარ მოწმეზე შესაძლო ზემოქმედების ფაქტზე


საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება „ციანიდის საქმის“ მთავარი მოწმის, ჟურნალისტ ირაკლი მამალაძის მიმართვის თაობაზე, რომელიც მასზე ზეწოლად მიიჩნევს ბოლო ხანს მედიით გავცელებულ რამდენიმე განცხადებას. როგორც ახალი ამბების სააგენტო ”ინტერპრესნიუსს” მთავარ პროკურატურაში განუცხადეს, 25 ივნისს საგამოძიებო ნაწილში გამოძიება მოწმეზე განხორციელებული შესაძლო ზემოქმედების ფაქტზე დაიწყო. მიმდინარე წლის მარტს პროკურატურამ, მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, საქართველოს საპატრიარქოს თანამშრომელს, დეკანოზ გიორგი მამალაძეს წარუდგინა ბრალდება პატრიარქის მდივნის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებისათვის, ასევე ცეცხსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენისა და შენახვის ფაქტზე. „ციანიდის საქმის“ მთავარმა მოწმემ, ჟურნალისტმა ირაკლი მამალაძემ ძალოვანი უწყების ყოფილი მაღალჩინოსნის, ირაკლი ფირცხალავას, ასევე, ”რუსთავი 2”-ის ჟურნალისტ თამარ ბაღაშვილისა და ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროს ნოდარ მელაძის წინააღმდეგ პროკურატურას მიმართა. როგორც მამალაძე აცხადებს, საქმე ეხება ”რუსთავი 2“-ის ეთერში გასულ სიუჟეტს. მამალაძე უარყოფს ირაკლი ფირცხალავას ბრალდებას მისი აგენტობის შესახებ და აცხადებს, რომ ეს სიუჟეტი მისი, როგორც მთავარი მოწმის დისკრედიტაციას და სასამართლოს წინ მასზე წნეხის განხორციელებას ემსახურება.

XS
SM
MD
LG