Accessibility links

ნიდერლანდის სასამართლო: სახელმწიფოსაც ეკისრება პასუხისმგებლობა სრებრენიცის მკვლელობებზე


ნიდერლანდის სააპელაციო სასამართლოს ვერდიქტით, სახელმწიფოსაც ეკისრება პასუხისმგებლობა ბოსნიის ქალაქ სრებრენიცაში მომხდარ მკვლელობებზე. 1995 წელს ბოსნიელმა სერბმა ჯარისკაცებმა სრებრენიცაში დახოცეს 8000-მდე მუსლიმი მამაკაცი და ბიჭი. ჰააგის სააპელაციო სასამართლოს ვერდიქტით, ნაწილობრივ სახელმწიფოს ეკისრება პასუხისმგებლობა ამ 8000-მდე ადამიანიდან 300-ის მკვლელობაზე. სასამართლოს ეს, 27 ივნისის გადაწყვეტილება, მთლიანობაში, ძალაში ტოვებს სხვა ინსტანციის სასამართლოს 2014 წლის ვერდიქტს, რომ სახელმწიფოს პასუხისმგებლობაზეა იმ ბოსნიელი მუსლიმების სიკვდილი, რომლებიც 1995 წლის ივლისში გააძევეს გაეროს ჰოლანდიელი მშვიდობისდამცველთა ბაზიდან, რადგან ამის შემდეგ ისინი ბოსნიელმა სერბმა ჯარისკაცებმა მოკლეს. ვერდიქტს ასაჩივრებენ როგორც ნიდერლანდის მთავრობა, ისე პირები, ვინც მოითხოვს სრებრენიცის ხოცვა-ჟლეტაში ნიდერლანდის პასუხისმგებლობის აღიარებას.

XS
SM
MD
LG