Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი აშშ-ს აფრთხილებს, შეწყვიტოს „სახიფათო ესკალაცია“ სირიაში


ირანი შეერთებულ შტატებს ბრალად სდებს „სახიფათო ესკალაციას“ სირიაში მას შემდეგ, რაც ვაშინგტონმა გაავრცელა ცნობა, რომ სირიის მმართველი რეჟიმი შესაძლოა კვლავ ემზადებოდეს ქიმიური იარაღით თავდასხმისათვის და დამასკს „ძვირად დაუჯდება“, თუ მართლაც გამოიყენებს ასეთ იარაღს. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯავად ზარიფმა დღეს ტვიტერში დაწერა, რომ აშშ-ი სირიაში „ყალბი საბაბით“ ახდენს მორიგ „სახიფათო ესკალაციას“. ამასობაში, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მხარი აუბა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, როცა პირობა დადო, რომ ერთობლივ საპასუხო ზომას მიმართავენ სირიის მმართველი რეჟიმის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების შემთხვევაში. ირანი რუსეთთან ერთად არის სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის უახლოესი მოკავშირე. მოსკოვმაც გამოთქვა კრიტიკა: „მიუღებელი მუქარა“ უწოდა ვაშინგტონის 27 ივნისის განცხადებას, რომ სირიას "ძვირად დაუჯდება" ქიმიური იარაღის გამოყენება.

XS
SM
MD
LG