Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოსოვოსა და სერბიის ლიდერები მოლაპარაკებების განახლებაზე შეთანხმდნენ


კოსოვოსა და სერბიის ლიდერებმა 28 ივნისს განაცხადეს, რომ ემხრობიან მოლაპარაკებების განახლების იდეას, რომელმაც უნდა განმუხტოს მრავალთვიანი დაძაბული ურთიერთობა პრიშტინასა და ბელგრადს შორის. „ფესიბუკით“ გავრცელებულ ინფორმაციაში, კოსოვოს პრეზიდენტი ჰაშიმ ტაჩი აღნიშნავს, რომ მან ტელეფონზე დაურეკა სერბიის პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩს და პირადად მიულოცა აპრილში, არჩევნებში მიღწეული გამარჯვება. ტაჩი აღნიშნავს, რომ ის და მისი სერბი კოლეგა შეთანხმდნენ, „გააგრძელონ დიალოგი“ და „ერთობლივად იმოქმედონ ყველა საერთო პრობლემის“ მოგვარისათვის. საპასუხო სიგნალი გაავრცელა ბელგრადმაც. ქვეყნის პრეზიდენტის მიერ პრემიერ-მინისტრის პოსტზე წამოყენებულმა კანდიდატმა ქალმა, ანა ბრნაბიჩმა ცოტა ხნის წინ ბელგრადის მთავარ მიზნად დაასახელა„ალბანელ ხალხთან“ ისტორიული შერიგება.

XS
SM
MD
LG