Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მადრიდში გაიმართა ევროპაში უდიდესი გეი-აღლუმი


მადრიდში გაიმართა ევროპაში უდიდესი გეი-აღლუმი. მასში ასეულობით ათასი ადამიანი მონაწილეობდა. თანასწორობის მარშზე გამოვიდნენ პროფკავშირები და ესპანეთის პოლიტიკოსები. აღლუმის მონაწილეებს ეჭირათ ცისარტყელას ფერების დროშები და სექსუალური უმცირესობების მხარდამჭერი ლოზუნგები. კოლონაში ჩანდა ჩეჩენი გეების მხარდამჭერი პლაკატები. მსვლელობა რამდენიმე საათს გააგრძელდა და კონცერტით დასრულდა. ესპანეთი ევროპის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი პირველი იყო, სადაც ერთი სქესის პირთა ქორწინება დაკანონდა.

XS
SM
MD
LG