Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახელმწიფო დაცვას ითხოვს მუსტაფა ემრე ჩაბუქის ცოლი თუბა ჩაბუქი


საქართველოს ხელისუფლებისგან სახელმწიფო დაცვას ითხოვს დემირელის კერძო კოლეჯის მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის ცოლი, თუბა ჩაბუქი. ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთან გამართულ ბრიფინგზე თუბა ჩაბუქმა განაცხადა, რომ მასზე სოციალური ქსელებით, ძირითადად თურქეთიდან ხორციელდება მუქარა და ვრცელდება მოწოდებები ფიზიკური ანგარიშსწორებისკენ. ოჯახის ადვოკატი, სოსო ბარათაშვილი სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს მიმართავს, თუბა ჩაბუქს დაცვა დაუნიშნოს. ქართველმა სამართალდამცავებმა დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მენეჯერი, მუსტაფა ემრე ჩაბუქი 24 მაისს დააკავეს თურქეთის ოფიციალური მიმართვის საფუძველზე. თბილისის საქალაქო სასამართლომ ჩაბუქს შეუფარდა წინასაექსტრადიციო პატიმრობა. თურქეთის ხელისუფლება მუსტაფა ემრე ჩაბუქს ადანაშაულებს ფეტულა გიულენის „ტერორისტული ორგანიზაციის“ საქმიანობის ხელშეწყობაში, რასაც ჩაბუქი კატეგორიულად უარყოფს. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო ამჟამად განიხილავს მუსტაფა ემრე ჩაბუქისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭების საკითხს.

XS
SM
MD
LG