Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიოში გრძელდება ბირთვული იარაღის შემცირების ტენდენცია


მსოფლიოში გრძელდება ბირთვული იარაღის შემცირების ტენდენცია, მაგრამ ქვეყნები, რომლებსაც ასეთი იარაღი აქვთ, მარაგის მოდერნიზაციას ახდენენ და არ არის მოსალოდნელი, რომ ახლო მომავალში მასზე უარს იტყვიან. ამის შესახებ ნათქვამია მშვიდობის კვლევის სტოკჰოლმის საერთაშორისო ინსტიტუტის ანგარიშში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა. ინსტიტუტის მონაცემებით, ბირთვული იარაღი აქვს ცხრა ქვეყანას: შეერთებულ შტატებს, რუსეთს, ბრიტანეთს, საფრანგეთს, ჩინეთს, ინდოეთს, პაკისტანს, ისრაელსა და ჩრდილოეთ კორეას. მთლიანად, ბირთვული ქობინების რაოდენობაა 14 935, ანუ ნაკლები ვიდრე წინა წელს, როცა 15 395 იყო აღრიცხული. ყველაზე მეტი ბირთვული იარაღის აქვს რუსეთს, ყველაზე - ნაკლები ჩრდილოეთ კორეას.

XS
SM
MD
LG