Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიელი არაბებისა და ქურთების ალიანსი სამხრეთიდან შეიჭრა ექსტრემისტების „დედაქალაქ“ რაყაში


სირიელი არაბებისა და ქურთების ალიანსი სამხრეთიდან შეიჭრა ქალაქ რაყაში, რომელიც ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამურ სახელმწიფოს“ გამოცხადებული აქვს სირიაში თავის დედაქალაქად. ლონდონში დაფუძნებულ ორგანიზაცია „სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის“ ცნობით, არაბებისა და ქურთების ალიანსი, რომელიც ცნობილია სახელწოდებით „სირიის დემოკრატიული ძალები“, სამხრეთიდან შევიდა რაყაში და დაიკავა ქალაქის ერთ-ერთი ბაზარი. მებრძოლების ნაწილი კი მდინარე ევფრატის გასწვრივ გაეშურა ჩრდილოეთისაკენ. „სირიის დემოკრატიული ძალები“ რამდენიმე თვეა ცდილობენ რაყაში „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლების ალყაში მოქცევას. გასულ თვეში ისინი პირველად შევიდნენ ქალაქში აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან. „ისლამურ სახელმწიფოს“ მრავალ სასტიკ დანაშაულში სდებენ ბრალს, მათ შორის, ადამიანებისათვის საჯაროდ თავის მოკვეთაში, რაც ხშირად სწორედ რაყაში ხდებოდა. "სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორია" ასევე იუწყება, რომ 11 სამოქალაქო პირი, მათ შორის ხუთი ბავშვი დაიღუპა 2 ივლისს დასავლეთ რაყაზე შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით მოქმედი კოალიციის საჰაერო დარტყმების შედეგად.

XS
SM
MD
LG