Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტაჯიკეთში მოკლეს „ომონის“ ყოფილი სარდლის ოთხი ნათესავი


ტაჯიკეთში მოკლეს რესპუბლიკის „ომონის“, ანუ შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების შენაერთების ყოფილი სარდლის, გულმუროდ ხალიმოვის ოთხი ნათესავი. ხალიმოვი 2015 წელს შეუერთდა ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამურ სახელმწიფოს“. ტაჯიკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველებმა 5 ივლისს მოკლეს ხალიმოვის ძმები და ძმისშვილები, როცა ისინი ავღანეთის ტერიტორიაზე გადასვლას ცდილობდნენ. დაკავების დროს, მათ შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწიეს სამართალდამცველებს. დაკავებულია ხალიმოვის კიდევ სამი ნათესავი. პოლკოვნიკი გულმუროდ ხალიმოვი, რომელსაც განათლება რუსეთსა და შეერთებულ შტატებში აქვს მიღებული, სამი წელი ხელმძღვანელობდა ტაჯიკეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცშენაერთებს, მიღებული ჰქონდა არაერთი ორდენი და მედალი. ის 2015 წლის აპრილში გაუჩინარდა დუშენბედან. მოგვიანებით ინტერნეტში გავრცელდა ხალიმოვის ვიდეომიმართვა, რომელშიც ის ამბობს, რომ ისლამისტებს შეუერთდა ტაჯიკეთის მთავრობის პოლიტიკის წინაღამდეგ პროტესტის ნიშნად. ხალიმოვზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.

XS
SM
MD
LG