Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიდმა ოცეულმა "გარღვევას" მიაღწია სამიტის განცხადების პროექტში, მაგრამ კლიმატის საკითხზე კვლავ უთანხმოებაა


მსოფლიოს ლიდერებმა "გარღვევას" მიაღწიეს ჰამბურგში, დიდი ოცეულის სამიტის შემაჯამებელი განცხადების პროექტში - თუმცა კლიმატის ცვლილებების შესახებ მონაკვეთთან მიმართებით კვლავ უთანხმოებაა. ეს რადიო თავისუფლებას აცნობა ევროკავშირის წარმომადგენელმა, რომელიც ჩართულია მოლაპარაკებებში. ლიდერების თანაშემწეები განცხადებაზე დილის ორ საათამდე მუშაობდნენ და ბოლოს მიაღწიეს კონსენსუსს "პროტექციონიზმთან ბრძოლის" თაობაზე ფორმულირებასთან მიმართებით, რასაც ვაშინგტონი ყოყმანით დათანხმდა. თუმცა, ამავე წყაროს ცნობით, უთანხმოება დარჩა კლიმატის ცვლილებების საკითხთან მიმართებით, რაც, იმედოვნებენ, სამიტის მეორე დღეს, 8 ივლისს გადაიჭრება. მოლაპარაკებები გაიმართა ქალაქში ძალადობრივი საპროტესტო გამოსვლების ფონზე, გლობალიზაციის მოწინააღმდეგე აქტივისტებს და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა.

XS
SM
MD
LG