Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყელი გენერალი: მოსულის ძველი ნაწილი სრულად გათავისუფლდა ისლამური სახელმწიფოს ექსტრემისტებისგან


ერაყის ჯარის პრესმდივნის, გენერალ იეჰია რასულის განცხადებით, აშშ-ის მხარდაჭერით მოქმედმა ერაყის სამთავრობო ჯარებმა დაიბრუნეს კონტროლი მოსულის ძველ ნაწილზე. ამ ნაწილს ბოლო დრომდე აკონტროლებდნენ ისლამური სახელმწიფოს ექსტრემისტები, უწინ მთლიანად მოსული იყო მათი ბასტიონი ერაყში. ერაყის სახელმწიფო ტელევიზია აცხადებს, რომ სამთავრობო ძალები მალე მთლიანად მოსულზე დაამყარებენ კონტროლს. ეს ქალაქი, ერაყის და სირიის სხვა ტერიტორიებთან ერთად, ისლამური სახელმწიფოს ექსტრემისტებმა 2014 წელს ჩაიგდეს ხელში. მოსულის დასაბრუნებლად ოპერაცია ოქტომბერში დაიწყო. იანვარში ერაყის ჯარმა გამოაცხადა, რომ ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილი "მთლიანად თავისუფალი" იყო. ქალაქის მჭიდროდ დასახლებულ დასავლეთ ნაწილზე სამთავრობო ძალების შეტევა იანვრის ბოლოს დაიწყო.

XS
SM
MD
LG