Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიუსელში მუშაობა დაიწყო ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომამ


ბრიუსელში 13 ივლისს დაიწყო ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა, რომელიც წელს მეორედ ტარდება და მიზნად ისახავს დაძაბულობის განმუხტვას ბალტიის ზღვაზე, სადაც ბოლო ხანს დაფიქსირდა ინცინდენტი რუსეთის საბრძოლო თვითმფრინავების სახიფათო მანევრთან დაკავშირებით. რუსული მედიის ცნობით, მხარეები იმსჯელებენ ასევე აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე საომარ კონფლიქტზე უკრაინის სამთავრობო ჯარებსა და პრორუსულად განწყობილ სეპარატისებს შორის. 10 ივლისს კიევში ყოფნის დროს, ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა რუსეთს მოუწოდა „გაიყვანოს ათასობით თავისი ჯარისკაცი უკრაინის მიწიდან და შეწყვიტოს სეპარატისტების უზრუნველყოფა ოპერატიული ინფორმაციით და სამხედრო აღჭურვილობით“. რუსეთი უარყოფს უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტში მონაწილეობას მიუხედავად მყარი მტკიცებულებებისა, რომ მსოკოვიდან სეპარატისტები შეიარაღებას და ტექნიკას ღებულობენ საზღვრის იმ მონაკვეთის საშუალებით, რომელიც სეპარატისტების მხრიდან კონტროლდება.

XS
SM
MD
LG