Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო უარყოფს ოკუპირებული ტერიტორიების გავლით სომხეთისათვის სავაჭრო დერეფნის სავარაუდო ამოქმედებას


თბილისი აცხადებს, რომ არ განიხილავს სატრანზიტო მიმართულებებით გზების გახსნის თემას, - ასე გამოეხმაურა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქათველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე სომხეთის ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მინისტრ ვაან მარტიროსიანის განცხადებას. გავრცელებული ინფორმაციით, სომეხმა მინისტრმა 12 ივლისს განაცხადა, რომ სომხეთი რუსეთსა და საქართველოს შორის, აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთის“ გავლით, უახლოეს მომავალში სავაჭრო დერეფნის გაშვებას იმედოვნებს. როგორც აბაშიძემ ახალი ამბების სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, საქართველოსა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს ტვირთბრუნვის მონიტორინგის თაობაზე 2011 წელს გაფორმებული ხელშეკრულების იმპლემენტაციაზე და საუბარი არ არის არავითარ დამატებით წინაპირობებზე, რომელიც სომხეთს აფხაზეთის გავლით სავაჭრო დერეფნის გახსნის იმედს მისცემდა.

XS
SM
MD
LG