Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საოკუპაციო ძალებმა საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს სოფელ წითელუბანთან


საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელუბნის განაპირას, რომელიც გორიდან 15 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. გავრცელებული ინფორმაციით, სოფელ წითელუბნის მცხოვრებლები ვასილ ბოლოთაევი და თენგიზ კაჯიროვი საქონელს მწყემსავდნენ, რა დროსაც ე.წ. მესაზღვრეებმა ისინი დააკავეს და ოსური მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარე სოფელ წინაგარის მიმართულებით წაიყვანეს. ამ ინცინდენტის ფონია, რამდენიმე მშვიდობიანი მსვლელობა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთში, საოკუპაციო ზოლთან. 14 ივლისს ჟურნალისტებმა, პოლიტიკოსებმა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და მოქალაქეებმა, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ დადგმულ “სასაზღვრო” ბანერთან ტრანსპარანტებითა და ცოცხალი ჯაჭვით გააპროტესტეს „მცოცავი ოკუპაცია“.

XS
SM
MD
LG