Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"პატრიოტთა ალიანსის“ წევრებმა საქართველოში მიიწვიეს რუსეთის დუმის დეპუტატები


"პატრიოტთა ალიანსის“ საპარლამენტო ფრაქციის წევრებმა საქართველოში მიიწვიეს რუსეთის დუმის დეპუტატები - ამის შესახებ გაზეთ „იზვესტიას“ აცნობა დუმაში დსთ-ის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ლეონიდ კალაშნიკოვმა. მისი განცხადებით, თბილისში აუცილებლად გაემგზავრებიან, რადგან საპარლამენტო დიპლომატიამ ხელი უნდა შეუწყოს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში არსებული რთული საკითხების გადაწყვეტას. კალაშნიკოვის თქმით, მოსკოვში „პატრიოტთა ალიანსის“ წევრების ამასწინანდელი ვიზიტისას შეთანხმდნენ, რომ შექმნიან არაფორმალურ ჯგუფს, რომელმც შესაძლოა, ოფიციალური სტატუსიც მიიღოს. „პატრიოტთა ალიანსის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ, გიორგი ლომიამ „იზვესტიას“ განუცხადა, რომ დიალოგის გარეშე შეუძლებელი იქნება ჩიხიდან გამოსვლა და ორივე მხარე დაინტერესებულია, რომ მსგავსმა შეხვედრებმა კონკრეტული შედეგი გამოიღოს. ამასთან, ლომიამ აღნიშნა, რომ არსებობს დამატებითი სირთულეები, მაგალითად, კანონი ოკუპაციის შესახებ. „პატრიოტთა ალიანსის“ წევრები გასულ კვირაში იმყოფებოდნენ მოსკოვში, სადაც რუსეთის დუმის დეპუტატებს შეხვდნენ.

XS
SM
MD
LG