Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იემენში საჰაერო იერიშის შედეგად დაიღუპა 20 სამოქალაქო პირი, მათ შორის ბავშვები


გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს ინფორმაციით, სულ ცოტა, 20 სამოქალაქო პირი დაიღუპა იემენში საჰაერო თავდასხმის შედეგად. დაღუპულებს შორის ბავშვებიც არიან. გაეროს მონაცემებით, საჰაერო იერიში 18 ივლისს მოეწყო სამხრეთ-დასავლეთ იემენში მდებარე თაეზის პროვინციაში. ვარაუდობენ, რომ დაღუპულების უმრავლესობა ერთი ოჯახის წევრები იყვნენ. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, საჰაერო დარტყმა განახორციელა საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით მოქმედი კოალიციის საბრძოლო თვითმფრინავმა. ეს კოალიცია იემენში შიიტ მეამბოხეებს ებრძვის. უკვე ორწლიანმა კონფლიქტმა უკვე 10 ათასზე მეტი ადამიანი შეიწირა. განადგურებულია იემენის ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი, მოსახლეობას აკლია საკვები პროდუქტები და სამედიცინო მომსახურება.

XS
SM
MD
LG