Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხრა უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა საარტილერიო დაბომბვის შედეგად ქვეყნის აღმოსავლეთში


უკრაინის სამხედრო სარდლობის ცნობით, ცხრა ჯარისკაცი დაიღუპა და ოთხი დაიჭრა განვლილი 24 საათის განმავლობაში ქვეყნის აღმოსავლეთში, სეპარატისტთა პოზიციებიდან განხორციელებული ინტენსიური საარტილერიო დაბომბვის შედეგად. იუწყებიან, რომ ეს არის ერთ-ერთი დიდი დანაკარგი შეიარაღებული კონფლიქტის ბოლო თვეების განმავლობაში დონბასის ოლქში, სადაც ცეცხლის შეწყვეტის საერთაშორისო შეთანხმების მოქმედების მიუხედავად, მოკონფლიქტე მხარეებს შორის კვლავაც გრძელდება პოზიციური ბრძოლები და შეტაკებები. უკრაინის სამხედრო უწყების ოფიციალური წარმომადგენლის, ანდრეი ლისენკოს ცნობით, ექვსი ჯარისკაცი დაიღუპა დონეცკის რეგიონში. დანარჩენი სამი კი 19 ივლისს ნაღმზე აფეთქდნენ ლუგანკის რეგიონში. შეირაღებულ კონფლიქტში, რომელიც 2014 წლიდან მიმდინარეობს აღმოსავლეთ უკრაინაში, 10 ათასზე მეტი კაცი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG