Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრეზიდენტის შენიშვნები უმცირესობების ენების შესახებ აზრთა სხვადასხვაობას იწვევს


რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, კრიტიკაც და ქებაც დაიმსახურა მის მიერ რუსეთის ეთნიკური უმცირესობის ენების შესახებ გაკეთებული შენიშვნების გამო. 20 ივნისს მარი ელის რესპუბლიკაში სტუმრობისას პუტინმა განაცხადა, რომ ეთნიკური რუსებს აძალებენ უმცირესობების ენების შესწავლას იმ რეგიონებში, სადაც უმცირესობის საკმარისი რაოდენობის წარმომადგენელი ცხოვრობს. დაუშვებელია ვინმეს დააძალო ენის სწავლა, რომელიც მისი მშობლიური ენა არაა, ისევე როგორც, რუსული ენის საათების შემცირება სკოლაში, რუსეთის რესპულიკებშიო, თქვა პუტინმა. ბევრი თვლის, რომ პუტინის ნათქვამი ფედერალიზმის პრინციპს ეწინააღმდეგება და ხელს უშლის ეთნიკური უმცირესობის სწრაფვას, შეინარჩუნონ ენა და კულტურა. სხვებს მოეწონათ პუტინის შენიშვნა და განაცხადეს, რომ რუსებს არ სჭირდებათ სხვა ენების სწავლა.

XS
SM
MD
LG