Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გენერალი თომასი: სირიელი მეამბოხეების დახმარების შეწყვეტა რუსეთის სიამოვნებისთვის არ მომხდარა


ამერიკელი გენერალი აცხადებს, რომ სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ ასადის საწინააღმდეგო პროგრამა აშშ-ს არ შეუჩერებია იმისთვის, რომ რუსეთს ასიამოვნოს. გენერალ ტონი თომასმა დაადასტურა 21 ივლისს, რომ აშშ-ის ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ, „სი-აი-ეიმ“, შეაჩერა თავისი პროგრამა, რომელიც სირიელი მეამბოხეების წვრთნასა და აღჭურვას ემსახურებოდა, რათა სირიის პრეზიდენტ, ბაშარ ალ ასადს შებრძოლებოდნენ, მაგრამ, თომასმა უარყო, რომ ეს რუსეთის სასიამოვნებლად მოხდა. ამის თაობაზე გენერალმა, რომელიც სირიაში აშშ-ის საგანგებო ოპერაციებს მეთაურობს, განაცხადა ასპენის ფორუმზე, კოლორადოში. ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ თავდაპირველად პროგრამის შეჩერების ცნობის ოფიციალურად დადასტურება არ ისურვა. ამის თაობაზე პირველმა „ვაშინგტონ პოსტმა“ გაავრცელა ცნობა. გაზეთის თანახმად, პრეზიდენტი ტრამპი ეძებდა გზებს რათა რუსეთთან ეთანამშრომლა სირიაში, სადაც მოსკოვის მხარს უჭერს ბაშარ ალ ასადს. გაზეთი, აშშ-ის ინკოგნიტო ოფიციალურ პირზე დაყრდნობით, წერდა, რომ ესიყო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და რომ "სირიაში რუსეთმა მოიგო". ტრამპის თანახმად, სირიაში აშშ-ის მთავარი მიზანი უფრო "ისლამურ სახელმწიფოს" განადგურებაა, ვიდრე ასადის რეჟიმისთვის წინააღმდეგობის გაწევა.

XS
SM
MD
LG