Accessibility links

მოსკოვი სანქციების პირობებში თავშეკავებით და მოთმინებით იმოქმედებს, თუმცა გარკვეულ მომენტში მას მოუწევს პასუხი გასცეს მსგავს „თავხედობას“. განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პრესკონფერენციაზე, რომელიც 27 ივლისს გაიმართა ფინეთის პრეზიდენტ საული ნიინისტესთან შეხვედრის შემდეგ. აშშ-ის კონგრესის რესპუბლიკელი ლიდერებმა განაცხადეს, რომ მიაღწიეს შეთანხმებას, რომელიც გზას უხსნის რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ კანონპროექტის დამტკიცებას. ამავე კანონპროექტით, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვერ შეძლებს მოსკოვისთვის სანქციების შემსუბუქებას კონგრესის თანხმობის გარეშე. „შეუძლებელია დაუსრულებლად მოთმენა ჩვენი ქვეყნის მიმართ რაღაც თავხედობისა“, - ასე უპასუხა პუტინმა ჟურნალისტის შეკითხვას, თუ როგორ უპასუხებს რუსეთი აშშ-ის მიერ ახალი ამერიკული სანქციების შესახებ კანონპროექტის მიღებას.უფრო ადრე რუსეთის მედია საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ პრეზიდენტ ტრამპის მიერ კანონპროექტის ხელმოწერის შემთხევაში, რუსეთიდან შესაძლოა გააძევონ რამდენიმე ამერიკელი დიპლომატი.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG