Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთში სასამართლოს წინაშე წარდგა პუტჩის მცდელობაში ბრალდებული 500-მდე ადამიანი


თურქეთში სასამართლოს წინაშე წარდგა 2016 წლის სამხედრო გადატრიალების მცდელობაში ბრალდებული 500-მდე ადამიანი. მათი მასობრივი გასამართლების - შარშანდელი პუტჩის მცდელობასთან დაკავშირებული ყველაზე ფართომასშტაბიანი პროცესის - ადგილია ანკარასთან მდებარე სასამართლო. 486 ბრალდებულიდან ბევრს ემუქრება სამუდამო პატიმრობა. ბრალდებებს შორის არის მკვლელობა და პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანის ლიკვიდაციის მცდელობა. ყურადღების ცენტრში დგას ანკარის ჩრდილოდასავლეთით მდებარე აკინჩის საჰაერო ბაზა, რომელსაც მთავრობა შეთქმულთა შტაბ-ბინად მიიჩნევს. მთავარ ბრალდებულად ცხადდება აშშ-ში მყოფ თურქ სასულიერო პირი, ფეთულა გიულენი, რომელსაც მთავრობა სამხედრო გადატრიალების მთავარ ორგანიზატორად მიიჩნევს. გიულენს დაუსწრებლად ასამართლებენ. ის უარყოფს ბრალდებას და ყოველგვარ კავშირს პუტჩის მცდელობასთან. ეს სასამართლო პროცესი მხოლოდ ერთ-ერთია მრავლიდან, რომელიც თურქეთში მიმდინარეობს 2016 წლის ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით. პუტჩის მცდელობისას 250-მდე ადამიანი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG