Accessibility links

მოსკოვში თავის მოკვლა სცადა „ნოვაია გაზეტას“ რეპორტიორმა, რომელსაც დეპორტაციას უპირებენ


მოსკოვის სასამართლოში თავის მოკვლა სცადა ავტორიტეტიან გამოცემა „ნოვაია გაზეტას“ კორესპონდენტმა, ალი ფერუზმა, რომელსაც, სასამართლოს გადაწყვეტილებით, უზბეკეთში დეპორტაცია ემუქრება. ჟურნალისტის ადვოკატებმა 2 აგვისტოს განაცხადეს, რომ ფერუზმა ვენების გადაჭრა სცადა, როცა სასამართლოს დერეფანში ელოდებოდა ვერდიქტის ასლის მიღებას. ის სასამართლოს თანამშრომლებმა შეაჩერეს. ჟურნალისტი ამბობს, რომ სიკვდილი ურჩევნია უზბეკეთში დაბრუნებას. მოსკოვში სასამართლომ სამშაბათს გადაწყვიტა რუსეთიდან ფერუზის დეპორტაცია და ხუთი ათასი რუბლით მისი დაჯარიმება რუსეთის მიგრაციის კანონმდებლობის დარღვევისათვის. ფერუზი ბრალდებას უარყოს. სხდომაზე მან თქვა, რომ ხანგრძლივი რეაბილიტაცია აქვს გავლილი მას შემდეგ, რაც უზბეკეთში აწამეს. ჟურნალისტს 10 დღის განმავლობაში შეუძლია ვერდიქტის გასაჩივრება.

XS
SM
MD
LG