Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცნობილი უკრაინელი მოკრივე ვლადიმირ კლიჩკო სპორტულ კარიერას ეთხოვება


უკრაინელი მოკრივე, ყოფილი მსოფლიო ჩემპიონი მძიმე წონით კატეგორიაში ვლადიმირ კლიჩკო სპორტულ კარიერას ეთხოვება. ხუთშაბათს გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში, 41 წლის კლიჩკო აღნიშნავს, რომ ამიერიდან აპირებს საკუთარი ბრენდის განვითარებასა და პოპულარიზაციაზე კონცენტრირებას. წელს 29 აპრილს კლიჩკო მძიმეწონოსანი ჩემპიონის ქამრისთვის ბრძოლაში დამარცხდა ბრიტანელ ენტონი ჯოშუასთან. პროფესიულ კრივში ვლადიმირ კლიჩკოს კარიერა 1996 წელს დაიწყო. 69 ბრძოლიდან მას 64 აქვს მოგებული. ვლადიმირ კლიჩკოს უფროსმა ძმამ, ვიტალიმ 2013 წელს დაასრულა მოკრივის კარიერა. 2014 წლიდან ის კიევის მერია.

XS
SM
MD
LG