Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირიმში პატიმრობა მიუსაჯეს უკრაინის მხარდამჭერ აქტივისტს


სასამართლომ ყირიმში, რომელიც უკანონოდ აქვს მიერთებული რუსეთს, სამი წლით და შვიდი თვით პატიმრობა მიუსაჯა კიევის მომხრე აქტივისტს, ვლადიმირ ბალუხს, რომელიც იარაღისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების შენახვის ბრალდებით გაასამართლეს. ბალუხი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს, ხოლო მის საქმეს - უსაფუძვლოდ. ის მიეკუთვნება ათობით ყირიმელს, რომელთაც რუსეთი სამართლებრივად დევნის, უფლებადამცველების შეფასებით, ყირიმის ოკუპაციის მოწინააღმდეგეთა გასაჩუმებლად. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური აცხადებს, რომ დეკემბერში გაჩხრიკეს ბალუხის სახლი და იპოვეს იარაღი და ასაფეთქებელი მოწყობილობები. ჩხრეკა ჩატარდა მას შემდეგ, რაც ბალუხმა თავის ეზოში უკრაინის დროშა აღმართა და სახლზე დაამაგრა აბრა წარწერით „ზეციური ასეულის ქუჩა 18“. უკრაინაში „ზეციურ ასეულად“ მოიხსენიებენ ათობით ადამიანს, რომელიც უშიშროების ძალებმა დახოცეს კიევში, 2014 წელს საპროტესტო აქციის დასაშლელად.

XS
SM
MD
LG