Accessibility links

ევროკავშირმა გააფართოვა რუსეთის მიმართ სანქციები „სიმენსთან“ დაკავშირებული დარღვევისათვის


ევროკავშირმა გააფართოვა რუსეთის საწინააღმდეგო სანქციები კომპანია „სიმენსის“ ტურბინების ოკუპირებულ ყირიმში ჩატანის გამო. ევროკავშირის წარმომადგენელმა დიპლომატებმა 4 აგვისტოს განაცხადეს, რომ სანქცირებულების სიას დაემატა სამი ადამიანი: რუსეთის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ანდრეი ჩერეზოვი, ენერგეტიკის სამინისტროს ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელი ევგენი გრაბჩაკი და კომპანია „ტექნოპრომექსპორტის“ დირექტორი სერგეი ტოპორ-გილკა, აგრეთვე ორი სააქციო საზოგადოება. სანქციების გაფართოების მიზეზად სახელდება „უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენობისა და დამოუკიდებლობის ძირგამომთხრელი ქმედებები“. ევროკავშირის საბჭოს განმარტებით, ახალი ზომები ითვალისწინებს ევროკავშირში მოგზაურობის აკრძალვას და საბანკო აქტივების გაყინვას. გერმანიის კომპანია „სიმენსმა“ 21 ივლისს გამოაცხადა, რომ წყვეტს რუსეთის სახელმწიფო კომპანიებისათვის თავისი ნაწარმის მიწოდებას. „სიმენსის“ მონაცემებით, არსებობს იმის მტკიცებულებები, რომ 2016 წლის ზაფხულში რუსეთში, კრასნოდარის მხარეში ჩატანილი ტურბინები მოდიფიცირებულ იქნა და უკანონოდ გაიგზავნა ყირიმში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG