Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარიზთან ავტომანქანა დაეჯახა ჯარისკაცებს, რომელთაგან ექვსი დაშავდა


ინციდენტის მიმდებარე ტერიტორია
ინციდენტის მიმდებარე ტერიტორია

ექვსი ფრანგი ჯარისკაცი დაშავდა, მათგან ორი მძიმედ, როცა ავტომანქანა დაეჯახა სამხედრო პატრულს პარიზის გარეუბანში, ლევალუა-პერეში. პოლიციის პრესმდივნის ცნობით, ინციდენტის შემდეგ მძღოლი მანქანითვე გაიქცა და მიმდინარეობს მისი ძებნა. ლევალუა-პერეს მერის, პატრიკ ბალკანის თქმით, ეჭვგარეშეა, რომ ბეემვეს მარკის ავტომანქანის მძღოლი განზრახ დაეჯახა ჯარისკაცებს. საფრანგეთში, სადაც საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული 2015 წლის ნოემბრიდან, ბოლოხანს რამდენიმე თავდასხმა მოეწყო სამართალამცველებზე.

XS
SM
MD
LG