Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თალიბანმა 235 მძევალი გაათავისუფლა ავღანეთის სოფელში, სადაც თავდასხმა მოაწყო „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ერთად


სამთავრობო ჯარი სარ-ე-ფულის პროვინციაში
სამთავრობო ჯარი სარ-ე-ფულის პროვინციაში

თალიბანმა 235 მძევალი გაათავისუფლა, თუმცა კიდევ 100-მდე მძევალს იტოვებს ჩრდილოეთ ავღანეთში მდებარე სოფელში, რომელზეც თავდასხმა მოაწყო ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებთან ერთად. ოფიციალური პირების ცნობით, თავდასხმისას მოკლეს 50-მდე შიიტი მშვიდობიანი მოსახლე. სარ-ე-ფულის პროვინციის გუბერნატორის წარმომადგენელმა საინფორმაციო სააგენტო „ფრანს-პრესს“ უთხრა, რომ 8 აგვისტოს 235 მძევლის, მათ შორის ბავშვების, გათავისუფლება მოჰყვა თალიბებთან ადგილობრივი უხუცესებისა და ოფიციალური პირების მოლაპარაკებას. 5 აგვისტოს თალიბებმა და „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა განახორციელეს იშვიათი ერთობლივი იერიში, უმეტესწილად შიიტებით დასახლებულ სოფელზე, მოკლეს 50-მდე ადამიანი და მძევლად აიყვანეს 150-მდე ოჯახი. მანამდე მათ ორდღიან ბრძოლაში დაამარცხეს მთავრობის მხარდაჭერით მოქმედი შეიარაღებული რაზმი.

XS
SM
MD
LG