Accessibility links

საფრანგეთიდან იუწყებიან პარიზის გარეუბანში ჯარისკაცებზე თავდასხმაში ეჭვმიტანილის დაკავების შესახებ


საფრანგეთიდან იუწყებიან, რომ პოლიციამ დააკავა 37 წლის მამაკაცი, რომელიც ეჭვმიტანილია პარიზის გარეუბანში ჯარისკაცებზე თავდასხმაში. საინფორმაციო სააგენტო "ფრანს პრესის" ცნობით, ეჭვმიტანილი პოლიციელებთან ურთიერსროლისას დაიჭრა. იუწყებიან ასევე, რომ ის დააკავეს ავტოტრასაზე პარიზიდან ჩრდილოეთ საფრანგეთის მიმართულებით. პარიზის გარეუბნიდან, ლევალუა-პერედან დღეს დილას გავრცელდა ცნობა, რომ ავტომანქანა დაეჯახა ჯარისკაცების ჯგუფს, რის შედეგადაც დაშავდა ექვსი სამხედრო მოსამსახურე, მათგან ორი მძიმედ. ინციდენტის შემდეგ მანქანამ მიმალვა შეძლო. საფრანგეთში, სადაც საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული 2015 წლის ნოემბრიდან, ბოლოხანს რამდენიმე თავდასხმა მოეწყო ძალოვანის სტრუქტურების წევრებზე.

XS
SM
MD
LG