Accessibility links

ტრამპი არ გამორიცხავს სამხედრო ოპერაციას ვენესუელაში


ჩრდილოეთ კორეასთან მწვავე განცხადებების გაცვლა-გამოსვლის ერთი კვირის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი 11 აგვისტოს ვენესუელასთან ჩაება სიტყვიერ კონფრონტაციაში და თქვა, რომ არ გამორიცხავს იქ სამხედრო ოპერაციას. ტრამპის თქმით, მან „შესაძლოა მიმართოს სამხედრო ოპერაციას“ საიმისოდ, რომ დაუპირისპირდეს ვენესუელის მზარდად ავტორიტარულ მთავრობას. პასუხად, ვენესუელის თავდაცვის მინისტრმა ტრამპს ბრალი დასდო „გიჟურ ქცევაში.“ურთიერთბრალდებები მაშინ დაიწყო, როცა ჯერსიში, თავის გოლფის კურორტზე შვებულებაში მყოფ ტრამპს ჟურნალისტებმა ჰკითხეს ვენესუელაზე - სადაც უკვე თვეებია პოლიტიკური არეულობა სუფევს და კამათის საგნად ქცეული არჩევნებით შედგა პარლამენტი, რომელიც პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს მოკავშირეა. ძალადობრივ აქციებს 120-ზე მეტი ადამიანის სიკვდილი მოჰყვა, დააპატიმრეს ათასობით მოქალაქე. „ვენესუელასთან მიმართებით ბევრი შესაძლებლობა გვაქვს, მათ შორის სამხედრო, საჭიროების შემთხვევაშიო“ - განაცხადა ტრამპმა, თავის საგარეო პოლიტიკურ გუნდთან შეხვედრის შემდეგ. „ამაზე არ ვლაპარაკობთ, მაგრამ სამხედრო ოპერაცია - სამხედრო გზა - ცხადია ერთ-ერთია, რომელსაც შევძლებთ მივმართოთო“, განაცხადა ტრამპმა. მის სიტყვები შოკისმომგვრელი აღმოჩნდა როგორც ვენესუელაში, ისე სხვა ქვეყნებშიც.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG