Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხუთი ყირიმელი თათარი აქტივისტი დააკავეს სიმფეროპოლში პიკეტების დროს


სერვერ კარამეტოვის ერთ-ერთი მხარდამჭერი
სერვერ კარამეტოვის ერთ-ერთი მხარდამჭერი

რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში, ქალაქ სიმფეროპოლში, პოლიციამ დააკავა ხუთი პირი, რომლებიც საპროტესტო აქციას მართავდნენ 76 წლის სერვერ კარამეტოვის დაპატიმრების გამო. კარამეტოვს ათ დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს ბრალდებით, რომ ყირიმელი თათრების მომხრეთა პიკეტში მონაწილეობდა და პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია. აქტივისტებს, რომელიც დააკავეს, პიკეტები ჰქონდათ მოწყობილი რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სასამართლოს, პარლამენტის და შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობებთან. კარამეტოვი დააკავეს 8 აგვისტოს, როცა ის იმ ყირიმელი თათრების მომხრეთა დემონსტრაციაში მონაწილეობდა, რომლებიც რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ დააკავეს. უფლებადამცავი ჯგუფი, ამნესტი ინტერნეშნელი რუსეთს მოუწოდებს, გაათავისუფლოს ხანდაზმული კარამეტოვი, რომელსაც პარკინსონის დაავადება სჭირს.

XS
SM
MD
LG