Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ეკონომიკური განვითარების ყოფილი მინისტრი სეჩინს სდებს ბრალს ქრთამის აღების ბრალდების შეთითხნაში


იგორ სეჩინი (მარცხნივ), ალექსეი ულიუკაევი
იგორ სეჩინი (მარცხნივ), ალექსეი ულიუკაევი

რუსეთის ეკონომიკური განვითარების ყოფილმა მინისტრმა, ალექსეი ულიუკაევმა ქრთამის აღების ბრალდების შეთითხნაში "როსნეფტის" ხელმძღვანელს, იგორ სეჩინს დასდო ბრალი. მოსკოვის ერთ-ერთ სასამართლოში გამოსვლისას, პირველ სხდომაზე, რომელზეც მის საქმეს არსებითად განიხილავდნენ, ულიუკაევმა განაცხადა, რომ გამომძიებლებმა შეთითხნეს ბრალდებები და ამ პროცესში მხოლოდ სეჩინის ჩვენებებს დაეყრდნენ. ყოფილი მინისტრის განცხადებით, ამ პროვოკაციაში ასევე მონაწილეობდა ეფ-ეს-ბე და "როსნეფტის" უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, ოლეგ ფეოკტისტოვი. გამოძიების ვერსიით, ულიუკაევმა ორი მილიონი დოლარი გამოსძალა დაინტერესებულ მხარეს საიმისოდ, რომ დადებითი შეფასება გაეცა კომპანია "ბაშნეფტის" გაყიდვაზე. ის გასული წლის ნოემბერში დააკავეს, "როსნეფტის" ერთ-ერთ ოფისში. ულუიკაევის თქმით, ფულით სავსე ჩანთის გადაცემა წინასწარ იყო დაგეგმილი ეფ-ეს-ბეს თანამშრომელთა მიერ, რომლებიც ამ თითქოს მზადების პროცეში მყოფი ქრთამის შესახებ ინფორმაციას მხოლოდ სეჩინისგან იღებდნენ. იმის გამო, რომ ქრთამის გადაცემის აქტი არ შედგა, სეჩინმა თავად დამირეკა და თავის ოფისში გამომიძახაო, განაცხადა ულიუკაევმა სასამართლოზე. განსასჯელის ადვოკატები სასამართლოს სთხოვენ საქმე პროკურატურაში დააბრუნოს. 8 აგვისტოს სხდომაზე სასამართლომ ულიუკაევს შინაპატიმრობა 27 იანვრამდე გაუგრძელა.

XS
SM
MD
LG