Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიტიკური კრიზისი ძირს უთხრის კოსოვოს ეკონომიკურ განვითარებას


გაეროს მისიის ხელმძღვანელმა კოსოვოში ზაჰირ ტანინი
გაეროს მისიის ხელმძღვანელმა კოსოვოში ზაჰირ ტანინი

გაეროს მისიის ხელმძღვანელმა კოსოვოში ზაჰირ ტანინმა 16 აგვისტოს გააფრთხილა კოსოვოელი კანონმდებლები, რომ, თუ ისინი კვლავაც ვერ შეძლებენ მთავრობის ფორმირებას, მაშინ ქვეყანა დაკარგავს ეკონომიკისა და სოციალური სფეროს გაჯანსაღების მნიშვნელოვან შანსს. 11 ივნისის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებს შემდეგ, კოსოვოს პარლამენტში მოხვედრილი ძალები ვერ თანხმდებიან სპიკერის არჩევასა და მთავრობის ფორმირებაზე. გაეროს წარმომადგენლის, ზაჰირ ტანინის თქმით, კოსოვოში მთავრობის ფორმირება აუცილებელი წინაპირობაა იმისათვის, რომ საერთაშორისო ინსტიტუტებმა განახორციელონ ქვეყნის ეკონომიკისა და სოციალური სფეროების დახმარების პროგრამები.11 ივნისის ვადამდელი არჩევნების შემდეგ კოსოვოს დემოკრატიულმა პარტიამ, რომლის შემადგენლობაში შედის ასევე კოსოვოს მომავლის ალიანსი, ამომრჩეველთა ხმების 35 %-ი მოიპოვა. კოსოვოს პრეზიდენტი ჰაშიმ ტაჩი აცხადებს, რომ ის მზად არის მთავრობის ფორმირების მანდატი მიანიჭოს კოსოვოს მომავლის ალიანსის ლიდერს რამუშ ჰარადინაის. თუმცა, არსებობს ვარაუდები, რომ ჰარადინაი ვერ შეძლეს მთავრობის ფორმირებისათვის საჭირო 61 ხმის მოპოვებას 120 ადგილიან კოსოვოს პარლამენტში, რომელსაც ჯერ სპიკერიც კი არ აურჩევია.

XS
SM
MD
LG